ჩვენი ისტორია

ვიანორი ფინური კომპანია Nokian Tyres – ის ჯგუფის წევრია. ქსელი 1200-ზე მეტი სერვის ცენტრის მეშვეობით მსოფლიოს 27 ქვეყანაშია წარმოდგენილი და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებსა და მომსახურებას სთავაზობს.

დღესდღეობით, ,,ვიანორი“ საქართველოში ავტომომსახურების 25 ცენტრით არის წარმოდგენილი, სადაც მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის საავტომობილო ზეთებისა და ავტონაწილების გარდა, ვულკანიზაციის, ბალანსირებისა და სხვა საავტომობილო მომსახურების უმაღლესი ხარისხით მიღება შეუძლიათ.

ხარისხი, სისწრაფე და სიახლოვე – ეს ის ღირებულებებია, რომელზეც დაფუძნებულია „ვიანორის“ ქსელი.

კომპანიის საავტომობილო ზეთებისა და სხვა ავტონაწილების უმაღლესი ხარისხი განპირობებულია მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან თანამშრომლობით, როგორებიცაა: Total / Fina, Chevron / Texaco, Nokian Tyres, G-Energy, Pirelli, Deta, ABS, Fram, Valeo, Panasonic, Textar, Brembo, Headway, Minerva, Sogefi.